არ დაიჯერო

გიფიქრიათ მანძილისა და სიჩქარის ურთიერთმიმართებაზე?! იმ მანძილსა და სიჩქარეზე, რომლითაც ერთმანეთს ყოველდღიურად ვშორდებით?! ხანდახან ხდება ისეც, რომ ყველაზე ახლოს მდგომი ადამიანებიც კი ჩვენგან ყველაზე შორს მყოფ არსებებად გვეჩვენებიან. თუ სიბნელეში დგახართ და ვიღაც ამ სიბნელეში ნათურას აანთებს, თქვენ შეძლებთ მხოლოდ ნათურის დანახვას, სხვა ყველაფერი თქვენი თვალისთვის სიბნელის გამო უხილავია. სიბნელის გამო თქვენ ვერც ნათურამდე მანძილს დაადგენთ. თუ ნათურა ძალიან კაშკაშაა, იქნებ ის ახლოსაც კი მოგეჩვენოთ, თუმცა მასსა და თქვენ შორის მანძილი სინამდვილეში შესაძლოა ბევრად დიდი იყოს – ფიზიკის კანონები თითქოს მარტივია და ურყევად ჭეშმარიტი (ან ჭეშმარიტად ურყევი – როგორც გენებოთ!), ვერაფერს ვიზამთ! ერთმა კაცმა აღმოაჩინა, რომ ვარსკვლავები გამოსცემდნენ მოწითალო ფერის ნათებას და ასე ცხადი გახდა დანარჩენი მსოფლიოსთვის, რომ ისინი მუდმივად შორდებიან დედამიწას. ვარსკვლავები და გალაქტიკები არამარტო ჩვენ გვშორდებიან, არამედ ერთმანეთსაც: ყველა შორეული გალაქტიკა შორდება ჩვენსას სიჩქარით, რომელიც მანძილის პროპორციულია.

ჩვენ მუდმივად ვშორდებით ერთმანეთს, ვშორდებით სწრაფად და ჩვენს შორის მანძილებიც იზრდება. მოწითალო შუქს ვასხივებთ და ასე ერთმანეთს ვეუბნებით, რომ ჩვენ ვშორდებით. სამყარო დღეს უფრო დიდია, ვიდრე ის გუშინ იყო და მაინც, არ დაიჯერო, რომ დასასრული არსებობს.

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s