იწვიმებს კიდევ ბევრჯერ

“…ყველაზე საშინელი გასახსენებელია
სიყვარულის დრო.

ბ. ხარანაული

 

“ტრანსცედენტური” – ეს სიტყვა ამეკვიატა მთელი დღეა და საღამოს, სახლში მისული, წვიმის ხმის გაგონებისთანავე სასწრაფოდ გავდივარ გარეთ. წვიმა მჭირდება, რომ დავფიქრდე გრძნობების ტრანსცედენტურობაზე… შიგადაშიგ ცრემლებსაც დავღვრი, თუმცა ღამდება, წვიმის გამო კიდევ უფრო მალე დაბნელდა და ვერავინ შეამჩნევს… იფიქრებენ, რომ მეც უბრალოდ დავსველდი, როგორც სხვები. ჩქარი ნაბიჯით ვიწყებ მოძრაობას (ნელა მოძრაობა უბრალოდ არ შემიძლია, როგორც აღმოვაჩინე), ბედი არ გინდა?! მეზობელი მანქანას მიჩერებს, მეკითხება, რატომ დავდივარ წვიმაში ფეხით ან სადმე გაყვანა ხომ არ მჭირდება. მადლობას ვუხდი და სწრაფი ნაბიჯით ვშორდები. დარწმუნებული ვარ, კიდევ ერთხელ გაიფიქრა, თუ რა უჟმური “ზედა” მეზობელი ყავს (ოდესმე, სხვა დროს დავწერ ამაზეც).

ბავშვობის მოგონებების მცირე ნაწილის გახსენებას თუ ვახერხებ ცხადად, თუმცა ჩემს გონებას შემორჩა ეპიზოდი, როგორ ცდილობდა მამაჩემი, აეხსნა, რა არის ტრასცედენტური რიცხვი. ახლა ჩემი გონება ინტენსიური წვიმის და თბილისის მანქანების ხმაურის ფონზე ცდილობს ტრანსცედენტური რიცხვების არსის ერთმანეთის მარადიული ძიების თეორიასთან დაკავშირებას, თუმცა ჯერ მხოლოდ ქაოსი განაგებს ჩემს გონებას.

სიყვარულის ომიდან ვერასდროს გამოხვალ უვნებელი. სიყვარულის ომის შემდეგ ვერასდროს იქნები ის, ვინც ომში ჩაბმამდე იყავი: თუ გონიერება და ძალა გეყო, უკეთესი გახდები, შენს უკეთეს მხარეებს აიძულებ, გაიღვიძოს და გააქტიურდეს. წვიმაში ერთსაათიანი სიარულის შემდეგ შენც ჩემსავით გააცნობიერებ, რომ მისი საბოლოდ დავიწყების შანსი ნოლის ტოლია, მისი ყოველი გახსენება გატკენს და თან ძალას მოგცემს, გახდე უკეთესი. ის შენი ნაწილია, მიუხედავად იმისა, სად არის ახლა, ბოლოს როდის ესაუბრე, გაქვს თუ არა მასთან შეხვედრის სურვილი, მიუხედავად იმისა, რას გრძნობს თავად, დაგივიწყა თუ არა უკვე… ჩვენ სამუდამოდ ვუკავშირდებით ადამიანებს, როდესაც მათ ერთხელ შევიყვარებთ, სინამდვილეში სიყვარული არსად ქრება, ის, ისევე როგორც უამრავი რამ (ან თუნდაც ყველაფერი?!) სამყაროში, განიცდის მეტამორფოზას!

15263923453_41709226de_b.jpgსიყვარული ტრანსცედენტურია!.. და იწვიმებს კიდევ ბევრჯერ ამ ზაფხულს, იწვიმებს ჩვენი შეხვედრის დღესაც, აქ და სხვაგანაც, და მე კვლავაც გაგიმეორებ, რომ სიყვარულის ომში ორივემ წავაგეთ.

 

 

 

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s