სიყვარულის მეტამორფოზა ანუ შევხვდებით სხვა ცხოვრებაში

“…გამოცდილება მეორდება, თითქოს შენი ცხოვრება მარადიულად ღეჭავს ერთსა და იმავე ნაჭერს, ისე, რომ ვერც ერთხელ გადაყლაპა იგი.”

მ. მამარდაშვილი

ერთხელ, დილით, თუ კაფკას ნაცნობი გმირივით თქვენც გაიღვიძებდით და აღმოაჩენდით, რომ თქვენში არსებული სიყვარული მწერად გადაქცეულა, რას გააკეთებდით?! იცით, მე არაფერი გავაკეთე… ვიდექი და ვუყურებდი ჩემში არსებული სიყვარულის ხოჭოდ (გინდათ, ბუზად…) გადაქცევის პროცესს და არაფერს ვაკეთებდი, ეს ჩემს ძალებს აღემატებოდა, მე არ მსურდა რაიმეს გაკეთება (თუმცა, არც შემეძლო!).

ადამიანად ყოფნის უპირატესობა იმაშია, რომ ყოველთვის გვაქვს არჩევანი, მათ შორის, მოვკვდეთ ისე, რომ არასდროს ვიგრძნოთ… გვაქვს არჩევანი, დავასრულოთ ერთი ცხოვრება ისე, თითქოს არც გვიცხოვრია: არც თამაშები და არც გაკვეთილები! დამიჯერეთ, ძალიან მოსაწყენი იქნებოდა. თუმცა სამყარო არ დაგვანებებს უძრაობას, მოგვთხოვს ჩვენი სიყვარულის უნარის მეტამორფოზას: ყოველ ჯერზე შეამოწმებს, გადაიქცა თუ არა ბუზი სპილოდ. თქვენ გეტკინებათ, გეტკინებათ უამრავჯერ აქ და კიდევ სხვა ცხოვრებაში! უამრავჯერ გაიღვიძებთ ბუზებით სავსე ოთახში, მოგიწევთ უყუროთ საკუთარი გრძნობების მეტამორფოზას, სანამ ერთ დღეს, ყველასგან დაღლილს არ მოგინდებათ საკუთარი თავის ახლოს გაცნობა, მისი პატიება და ბოლოს – შეყვარება!

12a6a79a8fc3dd0ea1a2d1bb3032b9de

…და ჩვენ ისევ შევხვდებით სხვაგან ძველი თამაშების გასაგრძელებლად!

 

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s