Never Let Me Go

“I keep thinking about this river somewhere, with the water moving really fast. And these two people in the water, trying to hold onto each other, holding on as hard as they can, but in the end it’s just too much. The current’s too strong. They’ve got to let go, drift apart. That’s how it is with us. It’s a shame, because we’ve loved each other all our lives. But in the end, we can’t stay together forever.”
 
― Kazuo Ishiguro
იმაზე ფიქრი, რომ ერთ დღეს აუცილებლად მოგვიწევს ერთმანეთისთვის ხელის გაშვება, მე პირადად ძალიან მასევდიანებს. გამუდმებული მცდელობა, რომ ვინმეს ან რამეს ჩავეჭიდოთ, ალბათ ისევ და ისევ ჩვენსავე შინაგან დაუცველობაზე ან რაიმეს მიმართ შიშზე მიუთითებს. არ არის ჯანსაღი დამოკიდებულება, გამუდმებით ცდილობდე, არ დათმო წარსული, არადა დგება დრო, რომ ერთმანეთს უნდა დავემშვიდობოთ.
ძალიან ახლო მეგობარი შემხვდა და მის არცთუ დაწყობილ პირად ცხოვრებაზე ვისაუბრეთ (ვინმეს თუ გვაქვს დაწყობილი, ნეტა?!) და ჩემდა გაუცნობიერებლად, “რჩევა” მივეცი (ვერ ვიტან რჩევების მიცემას და ჭკუის დამრიგებლობანას თამაშს არადა):  C’est la vie, ვერაფერს იზამ და წარსული დატოვე წარსულში-მეთქი. მთელი გზა სახლამდე ვფიქრობდი, რა მარტივია, ვინმეს რაიმე ურჩიო მაშინ, როდესაც შენ არ გტკივა ის კონკრეტული შემთხვევა და მხოლოდ ცივი გონებით, მესამე პირის პოზიციიდან შეგიძლია საუბარი. მარტივია აბა რა, ეტყვი, რომ ყველაფერი დატოვოს წარსულში და მხოლოდ წინ იყუროს! აი, შენ როცა გეხება საქმე, რატომ ცდილობდი სამი წელი წარსულის წარსულში დატოვებას და რატომ აქციე ის აწმყოდ და ყოველდღიურობად?! – ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ვაპირებდი, რომ დედაჩემის ზარმა გამომაფხიზლა, ინსტინქტურად ვპასუხობ: – სხვის ომში ვარ და გადმოგირეკავ-მეთქი.
ალბათ ყოველთვის გამიჭირდება წარსულში დავტოვო ადამიანები, რომლებიც ძალიან მიყვარს, თუმცა ვერსად წაუხვალ იმ ფაქტს, რომ ერთ დღეს ასე მოგიწევს. ადამიანური ხვედრი ასეთი გამოდგა. მაშინვე მახსენდება ის დღე, როცა პირველად და უკანასკნელად ჩემს საყვარელ ადამიანს ვთხოვე წარსულის მოგონებად არ ვექციე, მაგრამ დინებამ მაინც სხვადასხვა მხარეს წაგვიღო, ჩვენ არ გვქონდა მომავალი… ვცდილობ ეს ფიქრები განვდევნო და იმედი ვიქონიო, რომ დამშვიდობება ყოველთვის არ იქნება საჭირო. ვინ გაცლის ოცნებას ამ სამყაროში, პატრული ყურთან ჩამყვირის: “ჰიუნდაი”, იმოძრავე! და მეც ვმოძრაობ!
submergence-alicia-vikander-james-mcavoy-1200x520
Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s