წაგებული ომები

“ჩვენი კოცნები

ბერდებიან

ცალ -ცალკე ყოფნით…”

ბ. ხარანაული

დღემდე საკუთარ თავთან ომის წაგება მეგონა ყველაზე მტკივნეული განცდის ნაირსახეობა, თუმცა ხდება ისეც, რომ საკუთარ თავთან ომის მოგება არანაკლებ მტკივნეული აღმოჩნდება…რას გაიგებ, ეს ცხოვრებაც კაი უცნაური რამეა (ან არ არის და მე მგონია)! ვზივარ და ვფიქრობ, ნეტავ, ამჯერადაც წამეგო. რატომ მოვიგე მაინცდამაინც ახლა, რატომ აღმოვჩნდი უფრო ძლიერი დღეს?! ვყოფილიყავი ისევ სუსტი, საერთოდ გადამედო გვერდზე ომები, ყველანაირი სახეობის…მოგებულიც და წაგებულიც, რაში მჭირდება?! უკაცრავად, ომი საერთოდ ვინმეს სჭირდება?

დიახ, ომი საჭიროა. იუნგი მიიჩნევდა, რომ ადამიანის ფსიქიკური მთლიანობის შესანარჩუნებლად აუცილებელია ინდივიდუალიზაციის პროცესის სრულყოფა – ანუ მე, როგორც რიგითი ჰომო საპენსი, უნდა განვვითარდე და შევქმნა ჩემთვის სასურველი “მე”, ამისთვის კი ბევრ ომში მომიწევს ჩაბმა. ბანალური ხალხი არ მიყვარს, თუმცა დასკვნა მაინც ბანალური გამოვიდა – ომები ადამიანური ხვედრია.

ომი ისეთივე ადამიანური ხვედრია, როგორც სევდა, კოცნა, სიხარული, ტკივილი ან წარმატება. ნოემბრის ამ არცთუ თბილ საღამოს თავს იმით დაიმშვიდებს კაცი, რომ ოდესღაც დაკარგული და წაგებული, სხვა ფორმით გიბრუნდება იმიტომ, რომ სამყაროს არ უყვარს ვინმესთან ვალში ყოფნა, არაფერს გართმევს, რაც გეკუთვნის და შენია… ერთხელ წაგებულ ომებსაც იგებენ ხოლმე…

და მაინც, სანამ დაგვავიწყდება ჩვენი კოცნები, სანამ ისევ მემახსოვრება ოქროსფერი, უხეში თმების სურნელი, სანამ ჩვენში არსებულ ბავშვებს ერთმანეთთან თამაში მოენატრებათ, მე დავწერ შენზე… ომებს კიდევ ხან წავაგებთ, ხანაც – მოვიგებთ.

16507918_10208945512090002_5026921531711694836_n

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s