თუნუქის კოლოფების სევდა

Railroad-Tracks-in-the-Autumn-2_www.FullHDWpp.com_გახსენებებში 
ჩემს თავს დავეძებდი – 
როგორც ხელის ფათურით წამალს ან საწამლავს.

ბ. ხარანაული

მეგობარმა წიგნი მაჩუქა, წიგნი რა – ბესიკის წიგნი და წუხანდელს მერე ამეშალნენ სევდები, თუნუქის კოლოფებში რომ საგულდაგულოდ მქონდა გამოკეტილი და აკრძალული…სევდა აგიკრძალავთ თქვენი თავისთვის ოდესმე?! არსებობს ასეთი, აკრძალული კატეგორიის სევდა… ეს ის სევდაა, თუ კოლოფებიდან გამოაღწია, აზვირთდება და შემოგეხვევა, ვერაფერს მოუხერხებ, სასიამოვნოც არის და მტკივნეულიც ერთდროულად. ჩემს სევდას რომ ფერი ჰქონდეს, იქნებოდა ზღვისფერი, სუნი რომ ჰქონდეს – ზღვის და მარილის სუნს მოიტანდა…ეს არის სევდა ყველაფერზე, ერთდროულად და სევდა – კონკრეტულზე, დაკარგულზე, ჩავლილზე…

შემოდგომას აუხდენელი ოცნებების სუნი აქვს-მეთქი, სულ ვამბობდი, წელს თითქოს რაღაც შეიცვალა და ეს სუნი ჩემამდე არ მოვიდა, მეუცნაურა, თან გამიხარდა, თავი დავაღწიე-მეთქი… თუმცა ნოემბერი ისევ წინაა და მე მას ვერ დავემალე… ყუთებიდან მაინც იპარებიან სევდები და აუხდენელი ოცნებები და მათ ზღვისფერი აქვთ…

“აი, ასე ვექცევი ჩემს თავს, თითქოს გზაზე თუნუქის კოლოფს მივაგორებდე.”

 

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s