დაუსრულებელი თამაშები

ერთი ცხოვრება აქ შეიძლება დამთავრდეს, ოღონდ ის ისევ გაგრძელდება ან უკვე გრძელდება სხვაგან, სხვა განზომილებაში (იქნებ პარალელურში?!). მე მეც ვარ და კიდევ არსებობს ჩემი სხვა ვარიაციები ახლა, ამ დროს და ერთობლივად აქაც და სხვაგანაც…ნიცშეს “მარადიული უკანდაბრუნების” იდეის შესახებ 3 თუ 4 წლის წინ წავიკითხე და მას შემდეგ არ მასვენებს კითხვა, ამ კაცმა ჯოჯოხეთი აღწერა თუ უბრალოდ სხვა რამეს გულისხმობდა? – სამყარო, მისი ყველა ცოცხალი არსება და ენერგია განმეორებადია და კვლავაც გააგრძელებს თვითმყოფად არსებობას უსასრულო დროსა და სივრცეში განუსაზღვრელი რაოდენობით.

“მე აქ უკვე ვიყავი”,  – ვამბობ ხშირად, ამ ცხოვრებაში ჩემთვის თითქოსდა უცნობ ქალაქში ჩასვლისას ან თითქოს უცნობი ადამიანის გაცნობისას! მე მას თვალებში უკვე ჩავხედე, სხვაგან და სხვა დროს (თუკი საერთოდ არსებობს დრო). მე ეს წრე უნდა შევცვალო, გავარღვიო და მაინც ვაგრძელებ იმავე წრეზე ტრიალს ურობოროსივით, თითქოს სხვაგვარად ჩემს ძალებს აღემატება და რაღაც უკვე განსაზღვრულს ვეღარ გადავუხვევ. მე აქ ვიდექი და ამ წრეზეც გავიარე.

ouroboros1

“რა მოხდება, თუკი ერთ ღამით დემონი გეტყვით, რომ ცხოვრება, რომლითაც ახლა ცხოვრობთ და უკვე იცხოვრეთ, კიდევ ერთხელ და განუსაზღვრელი რაოდენობით უნდა გაიმეოროთ. მასში არაფერი იქნება ახალი, მაგრამ  ყველა ტკივილი და სიხარული, ყოველი აზრი და შვება, ყველაფერი მცირე თუ დიდებული აუცილებლად დაგიბრუნდებათ, იმავე წარმატებითა და იმავე თანმიმდევრობით – თუნდაც ეს ობობა და ეს მთვარის შუქი ხეებს შორის, და კიდევ ეს მომენტი და მე, თვითონ. ყოფიერების მარადიული საათია თავდაყირაა კვლავაც და კვლავაც, და შენ მასთან ერთად – მტვრის ლაქა!”

” ყველაფერი ხდება და მეორდება სამუდამოდ – გაქცევა შეუძლებელია!” – მისი ეს სიტყვები ჩემეული ჯოჯოხეთის განმარტებაა, თუ მე ვერ შევცვლი, თუ მე სხვა შედეგს ვერ მივიღებ, თუ მე ვერ შევძლებ ჩემი სხვა ვარიაციის განსხეულებას ახალ, მაგრამ გამეორებულ ცხოვრებაში!

უსასრულო რაოდენობის მოვლენები მეორდება თუ არა აბსოლუტურად მსგავსი სცენარით ყველა ჯერზე თუ კომბინაციები ასევე უსასრულო რაოდენობით იცვლება და ცვლიან შედეგს?! ამ დილით რატომღაც პასუხი მარტივი მომეჩვენა, თუმცა თამაში მაინც გაგრძელდება, დაუსრულებლად!

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s