I am yours. Don’t give myself back to me!

ყოველი დამშვიდობების მერე რჩება სევდა, ალბათ იმის სევდა, რომ არ იცი, დაგივიწყა თუ არა უკვე, დავიწყება და სევდა სინონიმებია… ამაში არაფერია ახალი და გასაოცარი, ყოველდღიურ დინამიკაში ადამიანები მოდიან და მიდიან, ზოგიც დაუკითხავად და მერე – დაუმშვიდობებლად, ზოგიც მიდის მარადიული დაბრუნების იმედით (ნიცშესი არ იყოს), თუმცა მაინც მიდის ან შენ ხარ ის, ვინც წავიდა. როლებს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ერთ დღესაც აუცილებალდ აღმოჩნდები “მეორე” როლში, შენ ეტყვი “არას”, შენ წახვალ დაუმშვიდობებლად და ვიღაცა ისევ გახდება სევდიანი…

ბანალურად ჟღერს, მაგრამ ადაიანები, რომლებმაც ტკივილის ფასი იციან, ცდილობენ სხვას მაინც აარიდონ ეს განცდა, არ გახდნენ სხვების ტკივილების მიზეზი…უკვე იცი, რისი გავლა მოუწევს და გეცოდება, მაგრამ ვერაფერს შეცვლი, ყველას ჩვენი გზა გვაქვს გასავლელი. ალბათ ერთხელ ჩვენც უნდა დავმშვიდობებოდით ძალიან ძვირფას ადამიანებს, რომ გვცოდნოდა, რას გრძნობენ სხვები ამ დროს.

ადამიანებს უამრავი შანსი გვეძლევა, ხშრად ვერც ვაცნობიერებთ, იმდენად ბევრი, მაგრამ შიშები, წარსული ან სულაც სტერეოტიპები არ გვაძლევენ მათი გამოყენების საშუალებას. სინამდვილეში არაფერშია ტრაგედია, არც დამშვიდობებაში, არც “არას” თქმაში, არც მარცხში, თუ ამას დაარქმევ გამოცდილებას, მხოლოდ და მხოლოდ გამოცდილებას! განსაკუთრებულ ადამიანს ხელი ძალიან უნდა ჩასჭიდო და იბრძოლო, იბრძოლო გახდე უკეთესი, ერთად გახდეთ უკეთესები. თუ მაინც მოგიწევს ხელის გაშვება, გახსოვდეს, როგორ გიყვარდა და როგორ იყავი ბედნიერი! ცუდი მოგონებები ყველაზე საზიანო რამეა ამ ქვეყანაზე!

74e1eca34776ad178a1321618ce96448.jpg

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s