რა მოხდა თუკი ვეღარ შევხვდებით?!

ყოველთვის გაუცნობიერებელ სევდას იწვევდა ჩემში სიტყვები “იქნებ”, “ოდესმე”, “თუკი”, არ მიყვარს აეროპორტები და მატარებლის სადგურები (საერთოდ არცერთი სადგური), სადაც ხალხი ერთმანეთს ემშვიდობება. არ მიყვარს დამშვიდობება. თუ მაინც მიწევს, უცებ საოცარი გულახდილობის სურვილი მიპყრობს, მინდა ყველაფერი ვუთხრა, რასაც ვგრძნობ, ვფიქრობ, ვუთხრა, რომ მისი ბედნიერება გამიხარდება, იმიტომ რომ “იქნებ” და “ოდესმე” ერთმანეთს ვეღარ შევხვდეთ!

დამშვიდობებაზე გამახსენდა – ამბობენ, შეცდომები არ არსებობს, არსებობს მხოლოდ საჭირო და აუცილებელი გაკვეთილები, რომლებიც უნდა გვესწავლა. მწარეა ეს გაკვეთილები და მტკივნეული…სხვის შეცდომებზე ნასწავლი ცოტა მინახავს, საკუთარზე – ბევრი (ჩემი ჩათვლით!). ცხოვრება არც უკეთესი გამხდარა და არც უარესი, სულ ასეთი იყო, სხვა რამეები იცვლება, მიდგომებს ცვლიან ადამიანები, გაკვეთლგამოვლილი ჩვეულებრივი ადამიანები…დაწუნებულები სხვა რიგში, ბატონებო! კიდევ უნდა ისწავლონ.

ხანდახან მგონია, რომ ამ “გაკვეთილების თეორიით” თავს ვიმშვიდებთ, როცა რაღაც ვერ გავაკეთეთ, როცა შეგვეშალა და ამის აღიარება დიდად არ მოგვწინს ან მტკივნეულია. რაც არის ეს არის, გინდა თავის დამშვიდება დაარქვი, გინდა “განტევების ვაცის” ძიება, ფაქტია, რომ გვემართება.

დამშვიდობებაზე მოგახსენებდით, თორემ აეროპორტს სხვას რას უნდა ვერჩოდე  ან მატარებლებს. ადამიანებს, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურობას შეადგენდნენ, ვერც კი წარმოგვედგინა მათ გარეშე ყოველდღიური რუტინა, ყავა, ძილი… ყველაფერი, რაც ასეთი სასიცოცხლოა, ერთ დღესაც “გაკვეთილს” არქმევ. არადა როგორ გინდა, “გაკვეთილი” დაარქვა და თავი დაიმშვიდო, არაუშავს, ხვალ ყველაფერი გაივლისო?! ხვალ თუ ყველაფერი გაივლის, გული მაინც მეტკინება, რადგან ნელ-ნელა დავიწყებას ეძლევა ის, რაც მნიშვნელოვანი იყო  “ოდესღაც”.

ბოლო დროს ბევრს ვფიქრობ, რამ შეიძლება გამოიწვიოს ადამიანში სევდა, სევდა, რომელიც ასე ადვილად მერევა მეც, თუმცა უშედეგოდ…ბუკოვსკის ფრაზები მოულოდნელად გონებას მინათებს და ვაცნობიერებ, რომ სევდას იწვევს დავიწყება! როცა რაღაც გავიწყდება…გავიწყდება, ის რაც შენი ნაწილი იყო, შენ სევდიანდები. ამიტომაც იყო, რომ დამშვიდობების შემდეგ ყოველთვის ვაიძულებდი თავს, გამეხსენებინა ყველაფერი, რაც ოდესღაც მაბედნიერებდა, რომ არ დამვიწყებოდა ხმა, გამოხედვა, სურნელი… თუმცა მოვა დღე, როდესაც ვეღარ შევძლებ გავიხსენო და მაინც არ ვიცი, რა მოხდება, “თუკი” ვეღარ შევხვდებით?!

images

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s